Accessibility links

logo-print

მაიამის საავადმყოფოში 53 წლის ასაკში


მაიამის საავადმყოფოში 53 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ავსტრალიური პოპ-ჯგუფ "ბი ჯისის" მომღერალი და ბასგიტარისტი მორის გიბი.

მაიამის საავადმყოფოში 53 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ავსტრალიური პოპ-ჯგუფ "ბი ჯისის" მომღერალი და ბასგიტარისტი მორის გიბი.
ამ სამიოდე დღის წინათ გიბი, ღვიძლის მწვავე ტკივილით, საავადმყოფოში მოათავსეს, ხოლო შემდეგ ნაწლავების გაუვალობის გამო ოპერაცია გაუკეთეს. მორის გიბმა, ტყუპ ძმა რობინთან და უფროს ძმა ბარისთან ერთად, "ბი ჯისი" 1958 წელს ჩამოაყალიბა. პოპულარობის მწვერვალს ჯგუფმა 70-იან წლებში მიაღწია, როცა "ბი ჯისის" სიმღერები აჟღერდა კინოფილმში "შაბათი საღამოს ციებ-ცხელება".
XS
SM
MD
LG