Accessibility links

logo-print

იანვრის ბოლომდე მოსკოვში უნდა მოეწყოს


იანვრის ბოლომდე მოსკოვში უნდა მოეწყოს ქართველი და რუსი სამხედრო ექსპერტების შეხვედრა,

იანვრის ბოლომდე მოსკოვში უნდა მოეწყოს ქართველი და რუსი სამხედრო ექსპერტების შეხვედრა,
რომლის მონაწილეები განიხილავენ სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებსა და სტამბოლის 1999 წლის შეთანხმებათა შესრულების მიმდინარეობას. ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება. ამავე ცნობის თანახმად, გამორიცხული არ არის, იანვარშივე გაიმართოს სამხედრო თემატიკაზე ორმხრივი მოლაპარაკების მორიგი რაუნდი სახელმწიფო დელეგაციათა დონეზე, რომელთაც საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ხელმძღვანელობს, ხოლო რუსეთის მხრიდან - მრეწველობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრი ილია კლებანოვი.
XS
SM
MD
LG