Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14-20 იანვარს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში


14-20 იანვარს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მოსახლეობის აღწერა ჩატარდება,

14-20 იანვარს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მოსახლეობის აღწერა ჩატარდება,
რაც პირველი შემთხვევაა 1989 წლის საყოელთაო საკავშირო აღწერის შემდეგ. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოსახლეობამ 15 კითხვას უნდა უპასუხოს. პრაიმ-ნიუსის კორესპონდენტთან საუბარში სოხუმის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ აღნიშნა, რომ 1989 წლის აღწერის თანახმად აფხაზეთში 500 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, მაგრამ შემდეგ "ომმა თავისი კორექტივები შეიტანა". შამბამ დასძინა, რომ "წინასწარი მონაცემებით აფხაზეთში ამჟამად 340 ათასი კაცი ცხოვრობს, რომელთაგან 80 პროცენტმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო". სერგეი შამბამ განაცხადა, რომ აღწერა ჩატარდება გალის რაიონშიც, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ქართველები. საქართველოს ხელისუფლება აღწერას უკანონოდ მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG