Accessibility links

logo-print

რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ხელმძღვანელები


რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ხელმძღვანელები გუბერნატორის ჩათვლით პირადად მეურვეობენ სოჭსა და სოხუმს შორის სარკინიგზო კავშირს,

რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ხელმძღვანელები გუბერნატორის ჩათვლით პირადად მეურვეობენ სოჭსა და სოხუმს შორის სარკინიგზო კავშირს,
რომელიც, თბილისთან შეუთანხმებლად, დეკემბრის ბოლოს აღდგა. საქართველოს დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ავთანდილ იოსელიანის ეს სიტყვები პრაიმ-ნიუსს მოჰყავს. იოსელიანის თქმით, კრასნოდარელმა ბიზნესმენებმა ვაგონები იჯარით აიღეს ტუაფსეს დეპოში და მიღებული მოგების ნახევარს აფხაზთა მხარეს აძლევენ. ჯერჯერობით შესრულებულია ორი რეისი, იანვრის ბოლოდან კი მიმოსვლა სისტემატური გახდება. დღესვე, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსმა გაავრცელა ცნობა, რომ ზაფხულში აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება სოხუმის აეროპორტის გახსნას აპირებს. ეს აეროპორტი 1992-93 წლების ქართულ-აფხაზური შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ არ ფუნქციონირებს.
XS
SM
MD
LG