Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძე აპირებს, მიმდინარე წლის


ედუარდ შევარდნაძე აპირებს, მიმდინარე წლის განმავლობაში ოფიციალური ვიზიტით ეწვიოს უკრაინას.

ედუარდ შევარდნაძე აპირებს, მიმდინარე წლის განმავლობაში ოფიციალური ვიზიტით ეწვიოს უკრაინას.
პრაიმ-ნიუსს მოჰყავს უკრაინასა და მოლდავეთში საქართველოს ელჩის გრიგოლ ქათამაძის სიტყვები იმის შესახებ, რომ ოფიციალური მიწვევა საქართველოს პრეზიდენტს მისმა უკრაინელმა კოლეგამ, ლეონიდ კუჩმამ დეკემბერში, თბილისში სტუმრობისას გადასცა. ელჩის თქმით, ამჟამად ზუსტდება უკრაინაში ედუარდ შევარდნაძეს ვიზიტის თარიღი. გრიგოლ ქათამაძემ დასძინა, რომ წელსვე იგეგმება უკრაინაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის ოფიციალური ვიზიტი.
XS
SM
MD
LG