Accessibility links

logo-print

ერაყში გრძელდება მასობრივი განადგურების იარაღის


ერაყში გრძელდება მასობრივი განადგურების იარაღის ძიება. დღეს გაეროს განიარაღების ექსპერტებმა, სულ ცოტა, რვა ობიექტი დაათვალიერეს.

ერაყში გრძელდება მასობრივი განადგურების იარაღის ძიება. დღეს გაეროს განიარაღების ექსპერტებმა, სულ ცოტა, რვა ობიექტი დაათვალიერეს.
შემოწმებულ ობიექტებს შორის იყო პლასტმასის ნაკეთობათა ქარხანა, ორი სამხედრო საწარმო და ბაღდადის ფარმაცევტული სასწავლებელი. ამასობაში აშშ და დიდი ბრიტანეთი განაგრძობენ სპარსეთის ყურეში თავიანთი შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნას - ერაყთან ომის შემთხვევისთვის. ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ვაშინგტონმა რეგიონში დამატებით 60 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გადაისროლა, მათგან 27 ათასი - გუშინ. ლონდონმა იქვე გაგზავნა მსხვილი ესკადრა, რომელსაც სათავეში უდგას ავიამზიდი "არკ როიალი".
XS
SM
MD
LG