Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს კელი, სამხრეთ კორეას ეწვია. ამ ქვეყნის ლიდერებთან ერთად, იგი შეეცდება,

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს კელი, სამხრეთ კორეას ეწვია. ამ ქვეყნის ლიდერებთან ერთად, იგი შეეცდება,
ჩრდილოეთი კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული კრიზისიდან დიპლომატიური გამოსავალი მოძებნოს. პარასკევს ჩრდილოეთმა კორეამ გამოაცხადა, რომ გადის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან და ამ ნაბიჯის მიზეზად მის მიმართ აშშ-ის "მტრული დამოკიდებულება" დაასახელა. დღესვე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ძიუნიტირო კოიძუმიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთი კორეის იზოლაცია უარყოფით შედეგებს მოუტანდა როგორც რეგიონს, ისე მთელს მსოფლიოს. კოიძუმის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ კსდრ უნდა დაარწმუნოს, რომ მისი ბირთვული პროგრამის ირგვლივ წარმოშობილი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებით უწინარესად თვით ფხენიანი უნდა იყოს დაინტერესებული. რუსეთში თავისი ვიზიტის დასასრულს, ხაბაროვსკში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ მის მოსაზრებას მოსკოვიც იზიარებს.
XS
SM
MD
LG