Accessibility links

logo-print

რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი, რომელიც შაბათს


რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი, რომელიც შაბათს შეწყდა, არ განახლდება მანამ, ვიდრე არ გაფორმდება შესაბამისი ახალი ხელშეკრულება რუსეთსა და საქართველოს შორის.

რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი, რომელიც შაბათს შეწყდა, არ განახლდება მანამ, ვიდრე არ გაფორმდება შესაბამისი ახალი ხელშეკრულება რუსეთსა და საქართველოს შორის.
ამის შესახებ პრაიმ-ნიუსს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ მამუკა ნიკოლაიშვილმა აცნობა. რუსეთისა და საქართველოს ენერგოსისტემების დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი ის არის, რომ 12 იანვარს ვადა ამოეწურა იმპორტის თაობაზე დეკემბერში გაფორმებულ ორმხრივ ხელშეკრულებას. ხსენებული ელექტროგადამცემი ხაზით საქართველო რუსეთიდან ყოველდღიურად 150 მეგავატამდე სიმძლავრის ელექტროენერგიას იღებდა. მამუკა ნიკოლაიშვილის თქმით, ახალი ხელშეკრულების გაფორმება სიძნელეებთან არ იქნება დაკავშირებული, რადგან საქართველომ მთლიანად გადაიხადა ელექტროენერგიის იმპორტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასური.
XS
SM
MD
LG