Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯეიმს


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯეიმს კელიმ, განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არის, ჩრდილოეთ კორეას ენერგეტიკული კრიზისის მოგვარებაში დაეხმაროს,

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯეიმს კელიმ, განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არის, ჩრდილოეთ კორეას ენერგეტიკული კრიზისის მოგვარებაში დაეხმაროს,
თუ მოძებნილ იქნა გამოსავალი ფხენიანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული კრიზისიდან. სამხრეთი კორეის დედაქალაქ სეულში გამოსვლისას, კელიმ დასძინა, რომ აშშ მზად არის, მოლაპარაკება გამართოს ჩრდილოეთ კორეასთან. თეთრი სახლის პრესმდივნის, არი ფლაიშერის თქმით, ფხენიანს მხოლოდ მას შემდეგ შეეძლება, ვაშინგტონის დახმარების იმედი ჰქონდეს, რაც ფარდას ახდის თავის ბირთვულ პროგრამას. დღესვე, ჩრდილოეთი კორეის ელჩმა მოსკოვში, პაკ უი ჩუნმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა შეცვლის გადაწყვეტილებას ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ, თუ შეერთებული შტატები და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ფხენიანისადმი თავიანთ პოლიტიკას შეცვლიან. პარასკევს ჩრდილოეთმა კორეამ გამოაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან გადის და ამ ნაბიჯის მიზეზად მის მიმართ აშშ-ის "მტრული დამოკიდებულება" დაასახელა.
XS
SM
MD
LG