Accessibility links

ჩრდილო კორეამ დღეს კატეგორიულად უარყო


ჩრდილო კორეამ დღეს კატეგორიულად უარყო შეერთებული შტატების წინადადება, განახლდეს დიალოგი იმ პირობით, თუკი პხენიანი უარს იტყვის ბირთვულ პროგრამაზე.

ჩრდილო კორეამ დღეს კატეგორიულად უარყო შეერთებული შტატების წინადადება, განახლდეს დიალოგი იმ პირობით, თუკი პხენიანი უარს იტყვის ბირთვულ პროგრამაზე.
კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ვერავის მოატყუებს ცრუ დაპირებებით. პხენიანი კვლავაც მოითხოვს, რომ შეერთებულ შტატებთან ხელმოწერილ იქნეს თავდაუსხმელობის ხელშეკრულება, და ამტკიცებს, რომ ეს კრიზისის მოგვარების ერთადერთი გზაა. შეერთებულმა შტატებმა ჩრდილო კორეის რეაქციას არაადეკვატური უწოდა და სინანული გამოთქვა ასეთი მკვეთრი განცხადებების გამო.
XS
SM
MD
LG