Accessibility links

სამხრეთ რუსეთში სასამართლომ სხვადასხვა ვადით


სამხრეთ რუსეთში სასამართლომ სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა 7 ჩეჩენ მეამბოხეს,

სამხრეთ რუსეთში სასამართლომ სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა 7 ჩეჩენ მეამბოხეს,
რომელთაც 13 აფეთქების მოწყობაში ადანაშაულებენ. ბრალდების მიხედვით, 7-კაციან კრიმინალურ დაჯგუფებას ბრძანებებს აძლევდა ჩეჩენი მეამბოხეების საველე მეთაური რაბანი ხალილოვი. მჯავრდებულების ყველაზე ფართომასშტაბიან თავდასხმად ითვლება შარშან იანვარში მახაჩყალაში მოწყობილი აფეთქება, რომელმაც 7 რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. დაჯგუფების მეთაურს, ზაურ აკავოვს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, დანარჩენებს კი 7-დან 22 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. დღესვე ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ გამოაცხადა, რომ თანახმაა, განიხილოს ჩეჩნების მიერ აღძრული არაერთი სარჩელი, რომლითაც რუსეთის არმიას ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა უხეშ ხელყოფაში ადანაშაულებენ. ევროპის სასამართლოს წარმომადგენლის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს 100-ზე მეტი ასეთი სარჩელის გამოძიება და სასამართლო თანახმაა, მათგან 6-ის განხილვაზე. ამ საქმეებს შორის არის ადამიანების წამებისა და დახოცვის შემთხვევები.
XS
SM
MD
LG