Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლებამ პანკისის ხეობის დატოვებაზე


საქართველოს ხელისუფლებამ პანკისის ხეობის დატოვებაზე დაითანხმა იქ მყოფი უცხოელი შეიარაღებული პირები.

საქართველოს ხელისუფლებამ პანკისის ხეობის დატოვებაზე დაითანხმა იქ მყოფი უცხოელი შეიარაღებული პირები.
ამის შესახებ განაცხადა საქართველოს უშიშროების მინისტრმა, რომლის თქმით პანკისის ხეობაში უცხოელ შეიარაღებულ პირებთან სამხედრო დაპირისპირების ნაცვლად ხელისუფლებამ ისინი რეგიონიდან წასვლაზე დაიყოლია. როგორც ვალერი ხაბურძანიამ წუხელ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში თქვა, გარკვეულ ძალებს (ხაბურძანიას არ დაუზუსტებია, ვის გულისხმობს) სურდათ სამხედრო დაპირისპირების პროვოცირება შეიარაღებულ პირებსა და ქართველ სამხედროებს შორის და ამით ჩეჩნეთიდან ომის საქართველოზე გავრცელება. მაგრამ, ხაბურძანიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება ზოგ შეიარაღებულ დაჯგუფებას შეუთანხმდა პანკისიდან მშვიდობიანად წასვლაზე. ამ ინფორმაციით, შეიარაღებულ პირთა უმეტესობა ჩეჩნეთში დაბრუნდა, ნაწილმა კი სხვა ქვეყნებს მიაშურა.
XS
SM
MD
LG