Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს პრეს-მდივანმა ბაღდადში განაცხადა, რომ


გაეროს პრეს-მდივანმა ბაღდადში განაცხადა, რომ აღმოაჩინეს 11 ქიმიური ქობინა, რომლებიც ძალიან კარგ მდგომარეობაშია და გამოსადეგია ქიმიური იარაღისათვის.

გაეროს პრეს-მდივანმა ბაღდადში განაცხადა, რომ აღმოაჩინეს 11 ქიმიური ქობინა, რომლებიც ძალიან კარგ მდგომარეობაშია და გამოსადეგია ქიმიური იარაღისათვის.
პრეს-მდივანი ჰირო უეკი არ შეხებია ამ აღმოჩენის მნიშვნელობას, თუმცა, მან აღნიშნა, რომ ნაპოვნი ქობინები არ არის მოხსენიებული ერაყის დეკლარაციაში შეიარაღების შესახებ. ცნობების თანახმად, იპოვეს კიდევ ერთი ქობინა, რომლის შემოწმება ჯერ არ დაუმთავრებიათ. ერაყის პრეს-მდივან გენერალ გუსამ მოჰამად ამინის განმარტებით, ქობინები დეკლარაციაში არ არის მოხსენიებული იმის გამო, რომ ცარიელი, ვადაგასული და გამოუსადეგარია. ამასობაში გავრცელდა აშშ-ის გამოხმაურება - როგორც იუწყებიან, სახელმწიფო დეპარტამენტს მოულოდნელობად არ ჩაუთვლია გაეროს განცხადება ქიმიური ქობინების აღმოჩენის შესახებ. ხუთშაბათს უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, გაეროს განიარაღების ექსპერტებმა ბაღდადში დაათვალიერეს ორი ერაყელი მეცნიერის სახლები. ეს იყო პირველი ვიზიტი კერძო ბინებში მასობრივი განადგურების იარაღის შესამოწმებლად. როგორც იუწყებიან, ერთ მეცნიერს, ფიზიკოსს, შინიდან განიარაღების ექსპერტებთან ერთად გასვლისას, ხელში ეჭირა დოკუმენტებით სავსე ყუთი. დოკუმენტების შინაარსი ჯერ უცნობია.
XS
SM
MD
LG