Accessibility links

logo-print

ირანში რეფორმების მომხრე 100-ზე მეტმა


ირანში რეფორმების მომხრე 100-ზე მეტმა პარლამენტარმა მოაწერა ხელი პეტიციას ოპოზიციონერი სასულიერო პირის,

ირანში რეფორმების მომხრე 100-ზე მეტმა პარლამენტარმა მოაწერა ხელი პეტიციას ოპოზიციონერი სასულიერო პირის,
აიათოლა ჰოსეინ ალი მონტაზერის წინააღმდეგ მოქმედი ზომების გაუქმების მოთხოვნით. ამის შესახებ იუწყება პარლამენტარი ალი შაკური რადი, რომლის თქმით, პეტიცია პრეზიდენტ მოჰამად ხათამის სახელზე დაიწერა. მას სთხოვენ თავისი პოზიციით სარგებლობას, რათა გაუქმდეს ზომები 81 წლის მონთაზერის წინააღმდეგ. მონთაზერი შინა პატიმრობაში იმყოფება 1997 წლიდან - მას შემდეგ, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ირანის უზენაეს ლიდერ აიათოლა ალი ხამენეის ავტორიტეტი.
XS
SM
MD
LG