Accessibility links

logo-print

ისრაელის არმიამ წუხელ დაანგრია პალესტინელთა


ისრაელის არმიამ წუხელ დაანგრია პალესტინელთა სახლები ღაზის სექტორში და პალესტინელი მეამბოხეების ორი ობიექტი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.

ისრაელის არმიამ წუხელ დაანგრია პალესტინელთა სახლები ღაზის სექტორში და პალესტინელი მეამბოხეების ორი ობიექტი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის ჯარისკაცებმა დაანგრიეს ასევე სახლი, სადაც ცხოვრობდა ესქტრემისტი, რომელმაც შარშან აპრილში იერუსალიმში თავი აიფეთქა და 6 ადამიანი მოკლა. აგვისტოს შემდეგ ისრაელის არმიას იორდანეს დასავლეთ ნაპირზე უკვე 130 სახლი აქვს დანგრეული. არმია ირწმუნება, რომ ამ სახლებს თავს აფარებდნენ პალესტინელი ექსტრემისტები და რომ სახლებში თხრიდნენ გვირაბებს, რომელთა მეშვეობით ეგვიპტიდან იარაღი შეჰქონდათ. ხოლო ღაზის სექტორიდან მოსული ინფორმაციით, ისრაელის ჯარისკაცებმა დღეს დილას დაჭრეს და შეიპყრეს პალესტინელი, რომელიც ებრაელთა დასახლებაში შეჭრას ცდილობდა.
XS
SM
MD
LG