Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია მიიჩნევს


უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია მიიჩნევს, რომ საქართველოში ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღება დაგვიანებულია.

უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია მიიჩნევს, რომ საქართველოში ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღება დაგვიანებულია.
როგორც ხაბურძანიამ განაცხადა, აღნიშნული კანონის მიღება მხოლოდ გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნებისათვის არის აუცილებელი ამ სტადიის უახლოესი ათი წლის განმავლობაში. მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველომ ეს პერიოდი უკვე გაიარა. ლუსტრაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ისაა, რომ ყოფილ აგენტებს თანამდებობებზე აღარ ემუშავათ, ამჯერად კი, ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღება სასურველ შედეგს ვეღარ გამოიღებს, რადგან უშიშროების სამინისტროდან უკვე გატანილია საბჭოთა დროინდელი არქივები და კანონის მიღების შემთხვევაში კონკრეტული პირების აგენტურული საქმიანობის დასადასტურებლად მტკიცებულებები აღარ არსებობს, - აღნიშნა მან.
XS
SM
MD
LG