Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრმა სახლმა "საგანგაშო და სერიოზული"


თეთრმა სახლმა "საგანგაშო და სერიოზული" უწოდა ერაყში გაეროს ინსპექტორების მიერ ცარიელი ქიმიური ქობინების აღმოჩენას.

თეთრმა სახლმა "საგანგაშო და სერიოზული" უწოდა ერაყში გაეროს ინსპექტორების მიერ ცარიელი ქიმიური ქობინების აღმოჩენას.
თეთრი სახლის წარმომადგენლის, არი ფლაიშერის თქმით, აღმოჩენა, რომლის შესახებაც გუშინ გამოცხადდა, იმის დასტურია, რომ ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი არ განიარაღდება. მაგრამ გაეროს ინსპექტორთა ხელმღვანელმა ჰანს ბლიკსმა თქვა, რომ ეს არ არის დიდი მნიშვნელობის აღმოჩენა. ბლიკსმა ეს განცხადება გააკეთა პარიზში, სადაც ის და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი მოჰამედ ბარადეი შეხვდნენ საფრანგეთის პრეზიდენტ ჟაკ შირაკს. მათთან შეხვედრის შემდეგ შირაკმა თქვა, რომ მხოლოდ გაეროს უშიშროების საბჭოს შეუძლია ინსპექტორების დასკვნების საფუძველზე გასცეს სანქცია ერაყის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებისთვის.
XS
SM
MD
LG