Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთში, მმართველმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ


ჩეხეთში, მმართველმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ

ჩეხეთში, მმართველმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ
პრეზიდენტის თანამდებობაზე ახალი კანდიდატი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი მილოშ ზემანი წამოაყენა. ვარაუდობენ, რომ განმეორებითი კენჭისყრისას, რაც პარასკევს გაიმართება პარლამენტში, ზემანი კონკურენციას გაუწევს მეორე ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მემარჯვენე ცენტრისტს, ვაცლავ კლაუსს. არჩევნების პირველი ტური, რომელშიც სოციალ-დემოკრატების სხვა კანდიდატი მონაწილეობდა, უშედეგოდ დამთავრდა. ჩეხეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ვაცლავ ჰაველის უფლებამოსილება 2 თებერვალს ამოიწურება.
XS
SM
MD
LG