Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაბათს, გაეროს განიარაღების ექსპერტებმა ხელმეორედ


შაბათს, გაეროს განიარაღების ექსპერტებმა ხელმეორედ დაათვალიერეს სამხედრო საწყობი ბაღდადის მახლობლად,

შაბათს, გაეროს განიარაღების ექსპერტებმა ხელმეორედ დაათვალიერეს სამხედრო საწყობი ბაღდადის მახლობლად,
სადაც ხუთშაბათს 11 ქიმიური ქობინა აღმოაჩინეს, აგრეთვე კვების მრეწველობის სამინისტროს ლაბორატორია მოინახულეს. ამასობაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირესქტორმა მოჰამედ ელ-ბარადეიმ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ის დოკუმენტაცია, რომელიც ამ დღეებში ნახეს ერთ-ერთი ერაყელი ფიზიკოსის სახლში, ურანის გასამდიდრებლად ლაზერის გამოყენების კვლევით სამუშაოებთანაა დაკავშირებული. კვირას, გაეროს განიარაღების საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარე ჰანს ბლიქსი და მოჰამედ ელ-ბარადეი ბაღდადში ჩავლენ ერაყის მთავრობის წევრებთან მოსალაპარაკებლად.
XS
SM
MD
LG