Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეის კრიზისი მოგვარებული ჯერ


ჩრდილოეთი კორეის კრიზისი მოგვარებული ჯერ არ არის. შეერთებული შტატების წარმომადგენელმა,

ჩრდილოეთი კორეის კრიზისი მოგვარებული ჯერ არ არის. შეერთებული შტატების წარმომადგენელმა,
სახელემწიფო მდივნის მოადგილემ ჯონ ბოლტონმა დაასრულა თავისი მისია აზიაში. პეკინსა და სეულში მოლაპარაკების შემდგომ ახლა ის იაპონიას ეწვია და ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს იორიკო კავაგუჩის შეხვდა.
დღეს სამხრეთ კორეაში შეერთებული შტატების ელჩმა ტომას ჰაბბერდმა თქვა, რომ ვაშინგტონი თანახმაა კომუნისტურ ჩრდილოეთ კორეასთან ეკონომიკურ თანამშრობაზე, თუკი ამ ქვეყნის მთავრობა ხელს აიღებს ბირთვული პროგრამის განვათარებაზე. ჩრდილოეთი კორეის მთავრობა თავის აზრზე რჩება, რომ კრიზისის მოგვარება, მხოლოდ ვაშინგტონთან უშუალო მოლაპარაკებით შეიძლება.
დღესვე შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა განაცხადა, რომ აშშ-ს იმედი აქვს, რომ კრიზისი დიპლომატიური გზით მოგვარდება. მანვე იქვე თქვა, რომ პრობლემის სამხედრო გზით მოგვარება შეიძლება ასევე იქნას განხილული.
XS
SM
MD
LG