Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო თავის შეიარაღებულ ძალებს, სასაზღვრო


საქართველო თავის შეიარაღებულ ძალებს, სასაზღვრო ჯარსა და სპეცრაზმს აყალიბებს არა აფხაზეთში ომის დაწყების მიზნით, არამედ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის მყარი საფუძვლის შესაქმნელად

საქართველო თავის შეიარაღებულ ძალებს, სასაზღვრო ჯარსა და სპეცრაზმს აყალიბებს არა აფხაზეთში ომის დაწყების მიზნით, არამედ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის მყარი საფუძვლის შესაქმნელად
- ამ შინაარსის განცხადება გააკეთა დღეს ედუარდ შევარდნაძემ. ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა დასძინა, რომ ამ მიმართულებით საქართველო აქტიურად თანამშრომლობს წამყვან სახელმწიფოებთან, უწინარესად აშშ-თან, რისი ერთ-ერთი დასტურიცაა "წვრთნისა და აღჭურვის" მიმდინარე პროგრამა. შევარდნაძის თქმით, ყოველივე რაც სახელმწიფო მშენებლობისთვის კეთდება, თბილისის იურისდიქციაში აფხაზეთის დაბრუნებას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG