Accessibility links

logo-print

იანვრის ბოლოსთვის დაგეგმილ დსთ-ის არაოფიციალურ

იანვრის ბოლოსთვის დაგეგმილ დსთ-ის არაოფიციალურ სამიტზე ედუარდ შევარდნაძე "მთელი სიმწვავით" აპირებს საუბარს აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის იზოლაციის შესახებ თანამეგობრობის უწინდელი შეთანხმებების ჩაშლაზე,

რაც ბოლო ხანს სოხუმი-ადლერის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასა და თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რუსეთის პასპორტების გაცემაში აისახა. ორშაბათის რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ თუ დსთ-მ თავისი ფუნქციები არ შეასრულა, აუცილებელია ამ ორგანიზაციის "მკვდრად შობილად ცნობა. შევარდნაძემ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში დაგეგმილ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თავის მოსაზრებებს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხორციელდება "კერძო" მატარებელთა მიმოსვლა რკინიგზაზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა, ორი სახელმწიფოს შეთანხმების გარეშე, და თან რუს მებაჟეებისა და მესაზღვრეების თანხლებით.
XS
SM
MD
LG