Accessibility links

logo-print

ერაყის მთავრობა დათმობებზე მიდის გაეროს განიარაღების ინსექტორებთან


ეს კვირა ერაყის კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების მომხრეთათვის იმედიანად დაიწყო. ბაღდადს კვირას ეწვივნენ გაეროს განიარაღების კომისიის თავმჯდომარე ჰანს ბლიქსი და ატომური ენერგიის

საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი მოჰამედ ელ ბარადეი. ისინი ბაღდადში გამგზავრების წინ ერაყის ხელისუფალთა კიდევ უფრო ინტენსიურ თანმშრომლობაზე დაყოლიების შესახებ ლაპარკობდნენ. მათ ზურგს უმაგრებდა ორი ფაქტი, რომლებიც ერაყში ინსპექტორთა მუშაობამ გამოავლინა. ჯერ იყო და შემოწმების დროს ქიმიური იარაღისთვის გამოსადეგ, მართალია ცარიელ, ქობინებს მიაგნეს. შემდეგ ერაყელი მეცნიერის ბინაში მიაკვლიეს დოკუმენტაციას, რომელიც გამდიდრებული ურანის დამუშავებას შეეხება. ბლიქსიცა და ბარადეიც ორშაბათს კმაყოფილებას გამოთქუვამდნენ, რომ ერაყი დათმობზე წავიდა.
ვიდრე ჰანს ბლიქსი და მოჰამად ელ ბარადეი ორშაბათს ოფიციალურ მოლაპარაკებას გამართავდნენ ერაყის წარმომადგენლებთან კონკრეტულ თემებზე, თუ სად და როდის იყო საჭირო ბაღდადის მეტი აქტიურობა, კვირას საღამოს ისინი მოულოდნელად მიიღო ამ ქვეყნის ვიცე- პრეზიდენტმა ტაჰა იასინ რამადანმა. მან სტუმრებს უთხრა, რომ საჭიროა სიმართლის ძიება და მათ ყოველნაირი შესაძლებელი დახმარება აღუთქვა.
ბაღდადში ჩასვლამდე, განსაკუთრებით ბარადეი მიჩნევდა ვითარებას ერთობ დაძაბულად და ბიბისის განუცხადა კიდეც, ერაყისთვის დრო გადისო. მსგავსი კომენტარი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმაც გააკეთა. მან მკაცრად გააკრიტიკა ერაყის მოქმედება და თქვა, არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ხანს იმუშავებენ ინსპექტორები, სადამს მაინც არ სურს განიარაღება, ბაღდადი არ არის დაინტერესებული, რომ ინსპექტორებმა სიმართლე გამოიკვლიონო.
ერაყში, ბლიქსს და ელ ბარადეის მოლაპარაკება ჰქონდათ ერაყის პრეზიდენტის მრჩეველთან ამირ ელ საადისთან, რომელიც დათმობზე წავიდა გააკეთა. ამ დათმობებით ერაყის ხელისუფლება მეტ გასაქანს აძლევს განიარაღების ინსპექტორებს. შეხვედრის შემდგომ გამოცხადდა, რომ შეთანხმებაში ათი პუნქტია, რომლებზეც ბლიქსი და ბარადეი ბაღდადს შეუთანხმდნენ.
ბლიქსმა ჟურნალისტებს ამის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა. მთავარი, მისი აზრით, ის არის, რომ გარდა ყველა სასურველ ობიექტზე დაშვებისა, ინსპექტორებს, - ბაღდადი იზრუნებს ამისთვის, - კერძო პირების ბინების შემოწმების უფლებაც მიეცათ.
ბლიქსის ხმა
“კვლავ შეგვეძლება შევიდეთ ყველა ობიექტზე, ერაყის მხარე იზრუნებს იმისთვის, რომ კერძო ბინებში შემოწმების საშუალებაც გვქონდეს”.
ამას გარდა, ერაყმა ვალდებულება იკისრა, რომ ინსპექტორების მიერ ერაყელების, მეცნიერთა თუ სხვათა დაკითხთვას, არ დაესწრება ერაყელი ზედამხედველი. თანაც გაიზარდა სია იმ მეცნიერებისა, რომელთა დაკითხვის სურვილი შეიძლება გაუჩნდეს ინსპექტორებს.
ინსპექტორებს, ამასთან, შვეულმფრენებით იმ არეალებში ფრენის საშუალება მიეცემათ, რომლებიც აკრძალულ ზონებს წარმოადგენს. ამავე სფეროს მიეკუთვნება ბაღდადის დაპირება, როგორც ბლიქსმა თქვა, რომ რაც შეიძლება მალე მიიღებს კანონს გარკვეულ აკრძალვებთან დაკავშირებით:

ბლიქსისი ხმა
“ერაყელები მიიღებენ კანონს რაც შეიძლება მალე, აკრძალული ქმედებების თაობაზე”.

როგორც ინსპექტორთა თავკაცმა თქვა, ერაყი დათანხმდა აგრეთვე განაგრძოს დიალოგი ატომური ენერგიის საერთაშორსო სააგენტოსთან ალუმინის მილაკების, ურანის იმპორტის, მაღალფეთქებადი მასალის, ასევე სხვა საკითხების შესახებ.
ბლიქსის ხმა
ჰანს ბლიქსის, მოჰამად ელ ბარადეისა და საადის მიერ შემუშავებული დეკლარაციის ერთ-ერთი პუნქტია ერაყის მიერ გაეროში წარდგენილი ანგარიში საკუთარი არსენალების შესახებ. ბაღდადს მოსთხოვეს, რომ მომავალში არსენალების თაობაზე ანგარიშის გარშემო წამოჭრილი ყველა საკითხი სწრაფად უნდა იქნეს განხილული და ერაყმა, ამისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა. რამდენმეი საკითხი განიხილეს კიდეც
ბლიქსის ხმა
ერაყმა ასევე აღუთქვა გაეროს, რომ მიაწოდებს ინფორმაციას ცარიელი ქობინების შესახებ. გასულ კვირას ინსპექტორების მიერ ერთ-ერთ საწყობში 12 ცარიელი ქობინის პოვნა ვაშინგტონმა “შემაშფოთებლად და სერიოზულად” შეაფასა. ამავე დროს ბლიქსმა განაცხადა, რომ ეს იყო თორმეტი დავიწყებული ქობინა. ეს კარგი არ არის, თქვა, მან მაგრამ რაოდენობა უმნიშვნელოაო.
ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ ჰანს ბლიქსმა გაეროს 27 იანვარს თავისი ანგარიში უნდა წარუდგინოს ჩატარებული მუშაობის შესახებ. ამ დროს 1441-ე რეზოლუციაში არ არის ცხადი, რა დატვირთვაა აქვს ამ ანგარიშს. ტექსტის თანახმად, ინსპექტორებმა სამუშაოს დაწყებიდან 60 დღეში საბჭოს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია უახლესი მდგომარეობის შესახებ. ვაშინგტონი ამ ანგარიშს ცენტრალურ მნიშვნელობას ანიჭებს და მის მიღებას ომის თაობაზე გადაწყვეტილებასთან მიახლოებად მიიჩნევს. თვითონ ბლიქსი კი თვლის, რომ მისი ანგარიში ინსპექტორების მუშაობის დასაწყისს ასახავს და არა დასასრულს. ამ მხრივ ბლიქსს ბევრი მომხრე ჰყავს ევროპის პოლიტიკოსებს შორის.
XS
SM
MD
LG