Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონის აზრით, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის


ვაშინგტონის აზრით, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ბირთვული პროგრამის გარშემო შექმნილი კრიზისი

ვაშინგტონის აზრით, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ბირთვული პროგრამის გარშემო შექმნილი კრიზისი
გაეროს უშიშროების საბჭოს მსჯელობის საგნად უნდა იქცეს. პეკინში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის პოზიციას პეკინიც იზიარებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტან ძია სუანის თქმით, კრიზისის მოგვარების საუკეთესო გზა ფხენიანსა და ვაშინგტონს შორის დიალოგის გამართვა იქნებოდა. ამასვე მოითხოვს თავად ფხენიანიც. დღესვე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ ლოსიუკოვმა კსდრ-ის პრეზიდენტს კიმ ჩენ ირს წარუდგინა კრიზისის მოგვარების გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ბირთვული პროგრამის განხორციელებაზე უარის თქმას ჩრდილოეთი კორეის უსაფრთხოებაზე საერთაშორისო გარანტიების სანაცვლოდ.
XS
SM
MD
LG