Accessibility links

logo-print

სერბიის ყოფილი პრეზიდენტი მილან მილუტინოვიჩი


სერბიის ყოფილი პრეზიდენტი მილან მილუტინოვიჩი ჰააგაში ჩავიდა, რათა ნებაყოფლობით წარდგეს გაეროს ეგიდით მოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე.

სერბიის ყოფილი პრეზიდენტი მილან მილუტინოვიჩი ჰააგაში ჩავიდა, რათა ნებაყოფლობით წარდგეს გაეროს ეგიდით მოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე.
60 წლის მილუტინოვიჩს - სლობოდან მილოშევიჩის ერთ-ერთ უახლოეს თანამოაზრეს - ბრალად ედება 90-იანი წლების მიწურულს, კოსოვოს კონფლიქტის დროს, ალბანელთა ეთნიკურ წმენდაში მონაწილეობა. მილუტინოვიჩი ამტკიცებს, რომ იმ წლებში სერბიის არმია მას არ ემორჩილებოდა. 29 დეკემბრამდე - ვიდრე მილუტინოვიჩს სერბიის პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა - ბელგრადის ხელისუფლება უარს აცხადებდა, მოლაპარაკება გაემართა ტრიბუნალისთვის მისი გადაცემის საკითხზე.
XS
SM
MD
LG