Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის პრეზიდენტმა თავისი იმედგაცრუება გამოხატა


ამერიკის პრეზიდენტმა თავისი იმედგაცრუება გამოხატა იმ მოკავშირების პოზიციასთან დაკავშირებით,

ამერიკის პრეზიდენტმა თავისი იმედგაცრუება გამოხატა იმ მოკავშირების პოზიციასთან დაკავშირებით,
რომლებიც ერაყის წინააღმდეგ ძალის გამოყენების წინააღმდეგი არიან და თქვა, რომ სადამ ჰუსეინს საკმაო დრო ჰქონდა, განიარაღებულიყო. ბუში შეეხო გერმანიის და საფრანგეთის პოზიციასაც, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გაეროს რეზოლუციას ომის შესახებ არ მივიღებთო. ბუშმა თქვა, რომ ის ერაყის განიარაღების მოსურნეთა კოალიციას გაუძღვება და თუ საჭირო გახდება, გაეროს გარეშე იმოქმედებს.
დღესვე შეერთებული შტატების ვეტერანმა დემოკრატმა სენატორმა ტედ კენედიმ თქვა, რომ ერაყთან ომი, ცუდი ომი იქნება ცუდ დროს. კენედის აზრით, ახლა ერაყი არ წარმოადგენს უშუალო საფრთხეს, და სპარსეთის ყურეში კონფლიქტი შეასუსტებს ამერიკის მხადაჭერას საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
XS
SM
MD
LG