Accessibility links

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანამა


გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანამა განაცხადა, რომ ჩრდილოეთი კორეის კრიზისის დაძლევა მხოლოდ დიალოგით შეიძლება.

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანამა განაცხადა, რომ ჩრდილოეთი კორეის კრიზისის დაძლევა მხოლოდ დიალოგით შეიძლება.
ეს ანანმა ჟენევაში თქვა, იქ გაეროს განიარაღების კონფერენცია გიხსნა. ანანმა მოუწოდა ფხენიანს გადახედოს თავის გადაწყვეტილებას, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან გამოვლის შესახებ.
სამხრეთი კორეის პრემიერ-მინისტრმა კიმ სუკ სუმ მიმართა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებას მოწოდებით, უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე. ჩრდილოეთი კორეის დელეგაციის ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ ორივე კორეა უნდა გაერთიანდეს შეერთებული შტატების წინააღმდეგ ბრძოლაში. ვაშინგტონი, ფხენიანი აზრით, მის იზოლაციას ეწრაფვის. ჩრდილოეთი კორეის მთავრობა მოითხოვს აშშ-თან პირდაპირ მოლაპარაკებას.
დღეს, ფხენიანში სამდღიანი ვიზიტის შემდგომ, რუსეთის დესპანმა ალექსანდრ ლოსიუკოვმა თქვა, რომ ჩრდილოეთი კორეის საკითხის დიპლომატიური მოგვარება შესაძლებელია.
XS
SM
MD
LG