Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილის


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილის, რიჩარდ არმიტაჯის განცხადებით, მის ქვეყანას სურს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილის, რიჩარდ არმიტაჯის განცხადებით, მის ქვეყანას სურს
საქართველოსა და რუსეთის "მშვიდობიანი თანაარსებობა". მოსკოვში ვიზიტის დროს არმიტაჯი შეეხო რუსი ოფიციალური პირების განცხადებებს, რომელთა თანახმად პანკისის ხეობაში ჩეჩენი მეამბოხეების ყოფნის გამო, გამორიცხული არ არის საქართველოს ტერიტორიაზე პრევენტიული დარტყმების განხორციელება: არმიტაჯის სიტყვებით, რახან აშშ-ში იზიარებენ პრევენტიული დარტყმების მიზანშეწონილობას, გაუჭირდებათ ამის გამო სხვა ქვეყნის გაკრიტიკება. თუმცა, როგორც არმიტაჯმა თქვა, ვაშინგტონს იმედი აქვს, რომ რუსეთი ამ საკითხში წინდახედულობას გამოიჩენს. როგორც საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსი" იუწყება, დღესვე არმიტაჯმა შეშფოთება გამოთქვა პანკისის ხეობაში ტერორისტული ჯგუფების ყოფნის გამო. მისი თქმით, ამერიკელი ინსტრუქტორები ქართველ სამხედროებს წვრთნიან, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ ტერორისტებისაგან ქვეყნის ტერიტორიის გაწმენდა.
XS
SM
MD
LG