Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე რიჩარდ


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე რიჩარდ არმიტაჯის განცხადებით, ვაშინგტოს არ სჭირდება გაეროს კიდევ ერთი რეზოლუცია ერაყის წინააღმდეგ ომის დასაწყებად.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე რიჩარდ არმიტაჯის განცხადებით, ვაშინგტოს არ სჭირდება გაეროს კიდევ ერთი რეზოლუცია ერაყის წინააღმდეგ ომის დასაწყებად.
ამის შესახებ არმიტაჯმა განაცხადა მოსკოვში, რადიო "ეხო მოსკვისთან" ინტერვიუს დროს. [არმიტაჯის ხმა] "ვფიქრობთ, საკმარისია ამჟამინდელი მანდატი, რათა მეორე რეზოლუციის გარეშე ავმოქმედდეთ. ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, საჭიროა თუ არა მეორე რეზოლუციის მოთხოვნა. ნიუ-იორკში უშიშროების საბჭოზე დისკუსიის გამართვას უთუოდ მოვითხოვთ მას შემდეგ, რაც 27 იანვარს მოვისმენთ ჰანს ბლიქსისა და ელ ბარადეის გამოსვლებს". რუსეთის პრეზიდენტის შეფასებით, გაეროს განიარაღების ექსპერტების ორშაბათის მოხსენებაზეა დამოკიდებული გადაწყვეტილება ერაყთან დაკავშირებით მორიგი ზომების შესახებ. როგორც კრემლის მიერ ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ვლადიმირ პუტინმა ამის შესახებ სატელეფონო საუბრის დროს უთხრა აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს. პუტინის სიტყვებით, ერაყში ვითარების შესაფასებლად მთავარი ფაქტორია "ინსპექტორების დასკვნები". რუსეთს ნათქვამი აქვს, რომ წინააღმდეგია ერაყზე იერიშისა, თუ ასეთ ოპერაციას გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატი არ ექნება. ამასობაში, საფრანგეთმა და გერმანიამ დაადასტურეს თავიანთი პოზიცია, რომ ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული ომის თავიდან ასაცილებლად. საფრანგეთი და რუსეთი ნატოს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან და შეუძლიათ, ვეტო დაადონ რეზოლუციას ერაყის წინააღმდეგ ომის შესახებ. საფრანგეთს არ უთქვამს, რომ ისარგებლებს ვეტოს უფლებით, მაგრამ ნათქვამი აქვს, რომ ამ საკითხში მჭიდროდ ითანამშრომლებს გერმანიასთან.
ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის განცხადებით, მისი ქვეყანა ერაყის საკითხში მარტო არ იმოქმედებს.
XS
SM
MD
LG