Accessibility links

logo-print

გაეროს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარის განცხადებით


გაეროს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარის განცხადებით, ასამბლეის ამჟამინდელი 191 წევრიდან ცოტა თუ უჭერს მხარს ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას.

გაეროს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარის განცხადებით, ასამბლეის ამჟამინდელი 191 წევრიდან ცოტა თუ უჭერს მხარს ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას.
ასამბლეის თავმჯდომარემ - ჩეხმა მოღვაწე იან კავანმა - დღეს პრაღაში ასე უპასუხა შეკითხვას, ვინ არის ერაყზე თავდასხმის წინააღმდეგი: [იან კავანის ხმა] "პასუხი ძალიან მარტივია: წევრი ქვეყნების, უდავოდ, დიდი უმრავლესობა - ისინი არ ემხრობიან სამხედრო ოპერაციას". კავანის განმარტებით, ამ ეტაპზე სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ გამოსვლა არ ნიშნავს "ბაღდადის რეჟიმის" მხარდაჭერას. მაგრამ ის ქვეყნებიც კი, რომლებიც მკაცრად აკრიტიკებენ სადამ ჰუსეინს, მართებულად მიიჩნევენ მეტი დროს მიცემას განიარაღების ექსპერტებისათვის, რათა მათ ბოლომდე მიიყვანონ დაწყებული საქმე, ვიდრე ჯერი მიდგება გადაწყვეტილებაზე სამხედრო ძალის გამოყენების შესახებ.
XS
SM
MD
LG