Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიაში დაიწყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი


შვეიცარიაში დაიწყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, ხოლო ბრაზილიაში მსოფლიო სოციალურ ფორუმზე შეიკრიბნენ.

შვეიცარიაში დაიწყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, ხოლო ბრაზილიაში მსოფლიო სოციალურ ფორუმზე შეიკრიბნენ.
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელსაც კურორტი დავოსი მასპინძლობს, სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები იმსჯელებენ ერაყთან ომის საფრთხით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებზე და მსოფლიო ეკონომიკის სხვა საკითხებზე, მათ შორის არასტაბილურ საფინანსო ბაზრებზე. წლეულს დავოსში ფორუმის 2300 მონაწილეს მოელიან, რომელთაგან დაახლოებით 20 - სახელმწიფოს ლიდერია. ბრაზილიაში კი მსოფლიო სოციალურ ფორუმზე შეიკრიბა გლობალიზაციის მოწინააღმდეგეთა მოძრაობის ათასობით აქტივისტი "დიდი ბიზნესისა" და ერაყის წინააღმდეგ შესაძლო ომისადმი თავისი უარყოფითი დამოკიდებულების გამოსათქმელად. მსოფლიო სოციალური ფორუმი პორტო ალეგრეში მიმდინარეობს და დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს უპირისპირდება. შეკრების ორგანიზატორების თქმით, 157 ქვეყნის 100 000 წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას 6-დღიან ფორუმში, რომელზეც ბრაზილიის ახალი მემარცხენე პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა და ვენესუელის პრეზიდენტი ჰუგო ჩავესიც გამოვლენ. ბრაზილიის პრეზიდენტი მოგვიანებით დავოსს მიაშურებს.
XS
SM
MD
LG