Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთის საკითხებში ევროსაბჭოს მთავარი წარგზავნილი


ჩეჩნეთის საკითხებში ევროსაბჭოს მთავარი წარგზავნილი ფრენკ ჯადი დღეს ინგუშეთში ჩავიდა, რათა თავად გაეცნოს ჩეჩენი ლტოლვილების მდგომარეობას.

ჩეჩნეთის საკითხებში ევროსაბჭოს მთავარი წარგზავნილი ფრენკ ჯადი დღეს ინგუშეთში ჩავიდა, რათა თავად გაეცნოს ჩეჩენი ლტოლვილების მდგომარეობას.
ჯადი და ევროსაბჭოს დელეგაციის დანარჩენი წევრები დაათვალიერებენ ლტოლვილთა ბანაკებს და შეხვდებიან ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლებს. გუშინ ჯადი ჩეჩნეთში იმყოფებოდა, სადაც შეხვდა ადგილობრივ ოფიციალურ პირებს მარტში დაგეგმილი რეფერენდუმისათვის მზადებაზე მოსალაპარაკებლად. ჯადმა მომავალ კვირაში უნდა წარუდგინოს ევროსაბჭოს მოხსენება ჩეჩნეთის შესახებ. თუმცა, ეს ორგანიზაცია - რუსეთის ადამიანის უფლებათა დამცველ ჯგუფ "მემორიალის" შეფასებით, საკმარისად სერიოზულად და გულდასმით არ მეთვალურეობს კონფლიქტს ჩეჩნეთში.
XS
SM
MD
LG