Accessibility links

logo-print

ინგუშეთში მყოფი ჩეჩენი ლტოლვილები ამბობენ


ინგუშეთში მყოფი ჩეჩენი ლტოლვილები ამბობენ, რომ არაფერი იციან ჩეჩნეთის ახალი კონსტიტუციის შესახებ.

ინგუშეთში მყოფი ჩეჩენი ლტოლვილები ამბობენ, რომ არაფერი იციან ჩეჩნეთის ახალი კონსტიტუციის შესახებ.
ინგუშეთში განთავსებულ ბანაკებს თავს აფარებს ათასობით ჩეჩენი, ბანაკების დახურვის შესახებ რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილების მიუხედავად. როგორც ინგუშეთის პრეზიდენტმა მურატ ზიაზიკოვმა ხუთშაბათს, ევროსაბჭოს დელეგაციასთან შეხვედრაზე განაცხადა, კრემლმა გააუქმა გადაწყვეტილება ბანაკების დახურვის შესახებ. ზიაზიკოვის თქმით, აღარ არსებობს ბანაკების დახურვის ვადა და არავინ იცის, რამდენიმე ხანი დარჩებიან ლტოლვილები ინგუშეთში. კრემლის მიერ დაგეგმილ რეფერენდუმს კონსტიტუციის შესახებ უნდა მოჰყვეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმის დასამტკიცებლად, რომ მოსკოვი აკონტროლებს ვითარებას ჩეჩნეთში.
იუწყებიან აგრეთვე, რომ ჩეჩნეთში დღესაც გრძელდებოდა შეტაკებები რუს სამხედროებსა და ჩეჩენ მეამბოხეებს შორის. გასული დღე-ღამის მანძილზე მეამბოხეებმა 14-ჯერ დაუშინეს ცეცხლი რუსეთის პოზიციებს. დაიღუპა 2 და დაიჭრა 7 რუსი ჯარისკაცი. ხოლო რუსეთის სამხედრო წყაროების ინფორმაციით, აღმოსავლეთ ჩეჩნეთში შეტაკების დროს მოკლეს 5 მეამბოხე.
XS
SM
MD
LG