Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის მეზობელი 6 ქვეყნის მინისტრები


ერაყის მეზობელი 6 ქვეყნის მინისტრები ხუთშაბათს სტამბოლში შეიკრიბნენ,

ერაყის მეზობელი 6 ქვეყნის მინისტრები ხუთშაბათს სტამბოლში შეიკრიბნენ,
ერაყის წინააღმდეგ ომის აღკვეთის გზემბზე მოსალაპარაკებლად. მოსალოდნელია, რომ თურქეთის, ირანის, იორდანიის, სირიის, საუდის არაბეთისა და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრები ბაღდადს მოუწოდებენ, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს გაეროს განიარაღების ექსპერტებთან. იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარვან მუაშერმა შეშფოთება გამოთქვა ერაყის წინააღმდეგ შესაძლო ომის შედეგების გამო: [მარვან მუაშერის ხმა] "რეგიონის ქვეყნები შიშობენ, რომ ეს ომი მარტო ერაყს კი არა, მთელს რეგიონს შეეხება. ამიტომ რეგიონის ქვეყნებმა უნდა სცადონ დიპლომატიური გზის გამონახვა და იმედი მაქვს, რომ ამ საკითხზე საინტერესო დისკუსიას მაინც გავმართავთ". თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის თქმით, ნათელი არ არის, გამოუშვებენ თუ არა მინისტრები ერთობლივ განცხადებას.
XS
SM
MD
LG