Accessibility links

logo-print

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნაადრევად მიიჩნევს გაეროს უშიშროების საბჭოში ჩრდილოეთი კორეის პრობლემის განხილვას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნაადრევად მიიჩნევს გაეროს უშიშროების საბჭოში ჩრდილოეთი კორეის პრობლემის განხილვას.
ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ ლოსიუკოვმა, რომელიც გასულ კვირაში იმყოფებოდა ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალურ პირებთან მოსალაპარაკებლად, დღეს მოსკოვში განაცხადა. მისი თქმით: [ალექსანდრ ლოსიუკოვის ხმა] "ეს საკითხი რომ გაეროს უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში შეიტანონ, ჩრდილოეთი კორეა ამ ნაბიჯს უთუოდ განიხილავს მასზე ზეწოლის კიდევ უფრო გაძლიერების მცდელობად. მეტიც - უშიშროების საბჭომ რომ ეკონომიკური სანქციების საკითხი განიხილოს, ფხენიანისთვის ეს ომის გამოცხადების ტოლფასი იქნება". პარასკევს, უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, წამყვანმა ამერიკელმა დიპლომატმა შეიარაღების კონტროლის საკითხებში, ჯონ ბოლტონმა აღნიშნა, რომ აშშ გაეროს უშიშროების საბჭოსაგან მოელის ზომების მიღებას ჩრდილოეთი კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. თუმცა, ასევე ბოლტონის თქმით, ვაშინგტონი არ მოითხოვს ამ ეტაპზე სანქციების მიღებას. ფხენიანს ნათქვამი აქვს, რომ მის წინაღამდეგ სანქციების შემოღებას ომის გამოცხადებად ჩათვლიდა.
XS
SM
MD
LG