Accessibility links

logo-print

ევროსაბჭოს წარმომამადგენელ ფრენკ ჯადს მიზანშეწონილად


ევროსაბჭოს წარმომამადგენელ ფრენკ ჯადს მიზანშეწონილად მიაჩნია ჩეჩნეთის კონსტიტუციის შესახებ დაგეგმილი რეფერენდუმის გადადება.

ევროსაბჭოს წარმომამადგენელ ფრენკ ჯადს მიზანშეწონილად მიაჩნია ჩეჩნეთის კონსტიტუციის შესახებ დაგეგმილი რეფერენდუმის გადადება.
როგორც ჯადმა, რომელიც ჩეჩნეთის საკითხებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მთავარი მომხსენებელია, დღეს მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, ჩეჩნეთში უშიშროების მხრივ შექმნილი ვითარება შეუძლებელს ხდის ახალი კონსტიტუციის შესახებ ფართომასშტაბიანი დისკუსიის გამართვას. ჯადის თქმით, ის ევროსაბჭოს მისცემს რეკომენდაციას, რომ რუსეთს სთხოვონ რეფერენდუმის ვადის გადატანა. დღესვე ევროსაბჭოს დელეგაციის წევრმა რუდოლფ ბინდიგმა გამოთქვა მოსაზრება, რომ გამომძიებლები ჩეჩნეთში სათანადო ყურადღებას არ აქცევენ ბრალდებებს ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. ევროსაბჭოს დელეგაცია რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა ჩეჩნეთში.
XS
SM
MD
LG