Accessibility links

logo-print

როგორც საინფორმაციო სააგენტო მედიამაქსი იუწყება


როგორც საინფორმაციო სააგენტო მედიამაქსი იუწყება,

როგორც საინფორმაციო სააგენტო მედიამაქსი იუწყება,
შეერთებული შტატების წარმომადგენელმა ეუთოში რუსეთს მოუწოდა - თავი შეიკავოს იმგვარი ქმედებებისაგან, რაც აფხაზეთში სეპარატიზმის განმტკიცებას ემსახურება და შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს მოლაპარაკებათა პროცესი. ასეთი განცხადებით ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ვენაში, შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილე დუგლას დევიდსონი გამოვიდა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, აფხაზური კონფლიქტის მოგვარების პრინციპი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს უნდა ითვალისწინებდეს. მან აღნიშნა, რომ აშშ სრულფასოვნად აცნობიერებს საქართველოს მთავრობის შეშფოთებას, რაც რუსეთის ფედერაციის ცალმხრივი ნაბიჯებითაა გამოწვეული.
XS
SM
MD
LG