Accessibility links

გენერალმა ჰოსამ მოჰამედ ამინმა


გენერალმა ჰოსამ მოჰამედ ამინმა,

გენერალმა ჰოსამ მოჰამედ ამინმა,
რომელიც შუამავლის როლს ასრულებს ერაყის მთავრობასა და გაეროს განიარაღების საერთაშორისო კომისიას შორის, პრესკონფერენციაზე ბაღდადში განაცხადა, რომ სამმა ერაყელმა მეცნიერმა არ მოისურვა მოწმეების, ან მეთვალყურეების თანდასწრების გარეშე შეხვედროდა განიარაღების ექსპერტებს. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი მოკვლით დაემუქრა იმ ერაყელ მეცნიერებსა და მათს ოჯახებს, ვინც გაეროს განიარაღების ექსპერტებთან ითანამშრომლებს. დღეს დილით, ბაღდადში, დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა გაეროს წარმომადგენლობის შენობაში სცადა შესვლა. იგი ერაყის უშიშროების უწყების თანამშრომლებმა დააპატიმრეს. ხოლო მეორე მამაკაცმა სცადა შეეჩერებინა გაეროს ავტოკოლონა, რომელსაც განიარაღების ექსპერტები მიჰყავდა ერაყის ერთ-ერთი სამხედრო ობიექტის შესამოწმებლად.
XS
SM
MD
LG