Accessibility links

თეთრი სახლის წარმომადგენელმა არი ფლაიშერმა


თეთრი სახლის წარმომადგენელმა არი ფლაიშერმა თქვა, რომ ერაყი სათანადოდ არ თანამშრომლობს ინსპექტორებთან.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა არი ფლაიშერმა თქვა, რომ ერაყი სათანადოდ არ თანამშრომლობს ინსპექტორებთან.
მისივე განცხადებით, პრეზიდენტი ბუში თავიდან აიცილებდა ომს ერაყთან. ჯორჯ ბუში ერაყის წინააღმდეგ შესაძლებელი ომის თაობაზე ხვალ აპირებს ილაპარაკოს მის ყოველწლიურ მიმართვაში ერისადმი.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ თქვა, რომ ინსპექტორთა ანგარიშის თანახმად, ერაყი ინსპექტორებს ეთამაშება.
გერმანიის კანცლერმა კმაყოფილება გამოხატა და თქვა, რომ ახლა უშიშროების საბჭო მეტ დროს მისცემს ინსპექტორებს დაასრულონ სამუშაო.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იური ფედოტოვმა განაცხადა, რომ ეს ანგარიშები წინასწარი იყო და დაამატა, რომ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო აქციის მოწყობისათვის რეზოლუციის მიღების საჭიროება არ არის.
ჩინეთის წარმომადგენელმა გაეროში თქვა, რომ უშიშროების საბჭოს წევრებს სჯერათ, როომ ინსექტორებს მეტი დროს სჭირდებათ.
გაეროში ვაშინგტონის ელჩმა ჯონ ნეგროპონტემ განაცხადა, რომ ჩანს, რომ გაეროს რეზოლუციისგან განსხვავებით, ერაყი ძველებურად განაგრძობს, საშიშრობა იმაშია, რომ უშიშროების საბჭოც შეიძლება დაუბრუნდეს ძველებურ საქმიანობას.
ერაყის ელჩმა გაეროში მოჰამად ალდურიმ თქვა, რომ ერაყი მზად არის გაარკვიოს ყველა საკითხი, რომელიც განიარაღების თემას ეხება.
XS
SM
MD
LG