Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე განიარაღების


გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე განიარაღების ინსპექტორების მეთაური ჰანს ბლიქსი და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი მოჰამედ ელ ბარადეი გამოვიდნენ.

გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე განიარაღების ინსპექტორების მეთაური ჰანს ბლიქსი და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი მოჰამედ ელ ბარადეი გამოვიდნენ.
ჰანს ბლიქსმა თქვა, რომ ერაყმა დეკემბერში წადგენილ ანგარიშში არსენალების შესახებ ახალი არაფერი იყო. ამავე დროს, ბლიქსის თანხმად, ერაყმა ინსპექტორებს თავის ობიექტებთან მისვლის საშუალება მისცა. მან კრიტიკა გამოთქვა ბაღდადის მიმართ, რომ არ დაუშვა U-2-ის ტიპის აშშ-ის სადაზვერვო თვითმფრინავების გამოყენება. ბლიქსმა თქვა, რომ ერაყი სრულად არ თანამშრომლობს ინსპექტორებთან. მისი განცხადებით, სამოცდღიანი მუშაობის შემდგომ, არაერთი საკითხია პასუხგაუცემელი. ბლიქსის თანახმად, ერაყს შეიძლება ჰქონდეს ანტრაქსის, ციმბირის წყლულის გამომწვევი ბაქტერიის საიდუმლო მარაგი. მისი ანგარიშის მიხედვით, ერაყმა მეტი ანტრაქსი აწარმოა, ვიდრე განაცხადა, მაქვსო.
ბლიქსის გამოსვლის შემდგომ ელ ბარადეიმ ილაპარაკა, რომლის პროფილი ბირთვული იარაღია. მისი თქმით, არ არის დამადასტურებელი იმისა, რომ ერაყი ამჟამად ბირთვულ სფეროში საქმიანობას ეწევა. ბარადეიმ ერაყის მთავრობას მოუწოდა, მეტი თანამშრომლობისკენ.
XS
SM
MD
LG