Accessibility links

logo-print

რუსეთმა პირველად განაცხადა, რომ მზად


რუსეთმა პირველად განაცხადა, რომ მზად არის, განიხილოს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მყოფი სამშვიდობო ძალებისთვის მოქმედების ზონის მდინარე ღალიძგამდე გაფართოების საკითხი.

რუსეთმა პირველად განაცხადა, რომ მზად არის, განიხილოს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მყოფი სამშვიდობო ძალებისთვის მოქმედების ზონის მდინარე ღალიძგამდე გაფართოების საკითხი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ რუსეთის "ნოვაია გაზეტასთან" ინტერვიუში თქვა, რომ თბილისმა არაერთხელ მოითხოვა სამშვიდობო ზონის გაფართოება, მაგრამ მხოლოდ გასულ კვირაში, რუსეთის დედაქალაქში ვიზიტის დროს მიიღო დადებითი პასუხი საგარეო საქმეთა მინისტრის იგორ ივანოვისგან. ბურჯანაძის თქმით, მოსკოვი მზად არის ამ საკითხის განსახილველად. ამავე ინტერვიუში სპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთის ორგანიზაციებისა თუ კერძო პირების მიერ აფხაზეთში საკუთრების შეძენა, რუსული რუბლის ბრუნვა და აფხაზეთის მცხოვრებთათვის რუსეთის პასპორტების გაცემა, ქმნის სიტუაციას, როცა მშვიდობისდამცველები, ფაქტობრივად, მესაზღვრეებად იქცევიან.
XS
SM
MD
LG