Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში აცხადებენ, რომ


აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში აცხადებენ, რომ კიევში, ვლადიმერ პუტინისა და ედუარდ შევარდნაძის დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ადლერი-სოხუმის სარკინიგზო მიმოსვლა არ შეწყდება.

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში აცხადებენ, რომ კიევში, ვლადიმერ პუტინისა და ედუარდ შევარდნაძის დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ადლერი-სოხუმის სარკინიგზო მიმოსვლა არ შეწყდება.
პრაიმ-ნიუსის სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში სოხუმის ლიდერის თანაშემწემ ასტამურ ტანიამ განაცხადა, რომ ეს რეისი კომერციულ სტრუქტურათა შეთანხმების საფუძველზე ხორციელდება, რაც, მისივე თქმით, იმას ნიშნავს, რომ რუსეთი არ არღვევს 1996 წელს დსთ-ის სამიტზე აღებულ ვალდებულებებს აფხაზეთის იზოლირების შესახებ. სარკინიგზო მიმოსვლა ადლერსა და სოხუმს შორის ერთი თვის წინათ აღდგა ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად, რასაც ოფიციალური თბილისის მკვეთრი პროტესტი მოჰყვა.
XS
SM
MD
LG