Accessibility links

logo-print

კიევში გაიმართა საქართველოსა და რუსეთის


კიევში გაიმართა საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტთა შეხვედრა. შეხვედრაზე, რომელიც დაგეგმილი 40 წუთის ნაცვლად დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა,

კიევში გაიმართა საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტთა შეხვედრა. შეხვედრაზე, რომელიც დაგეგმილი 40 წუთის ნაცვლად დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა,
ედუარდ შევარდნაძემ და ვლადიმირ პუტინმა განიხილეს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებისა და სამშვიდობო ოპერაციის მიმდინარეობის საკითხები. პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ სოჭსა და სოხუმს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა დევნილთა დაბრუნების პროცესის პარალელურად უნდა ხორციელდებოდეს. შევარდნაძემ აღნიშნა, რომ თავად არის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მომხრე, თუ ეს დევნილთა დაბრუნების პარალელურად მოხდება. შეხვედრის შემდეგ ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზოგიერთი საკითხი დამატებით განხილვას მოითხოვს "ექსპერტების, სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელთა დონეზე". თავის მხრივ, ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა, რომ აფხაზეთში მშვიდობისდამცველთა ყოფნის ვადების საკითხი განხილულ იქნება ხვალ, დსთ-ის არაფორმალური სამიტის ფარგლებში.
XS
SM
MD
LG