Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების აზრით, ერაყის საკითხში


შეერთებული შტატების აზრით, ერაყის საკითხში გაეროს უშიშროების საბჭოს ახალი რეზოლუციის მიღება სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი.

შეერთებული შტატების აზრით, ერაყის საკითხში გაეროს უშიშროების საბჭოს ახალი რეზოლუციის მიღება სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი.
როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა არი ფლაიშერმა განაცხადა, ვაშინგტონსა და მის მოკავშირეებს ვერ გააჩერებს ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის საკითხში მაქსიმალურად დიდი საერთაშორისო მხარდაჭერის უქონლობა, თუმცა, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ურჩევნია, ეს მხარდაჭერა ჰქონდეს. გერმანია, საფრანგეთი და ჩინეთი კვლავინდებურად მიიჩნევენ, რომ გაეროს განიარაღების ექსპერტებმა ერაყში საქმიანობა უნდა განაგრძონ. ევროპარლამენტის დეპუტატთა წინაშე გამოსვლისას, ექსპერტთა კომისიის თავმჯდომარემ ჰანს ბლიქსმა ერაყში ინსპექციების გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა, თუ უშიშროების საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შესახებ ევროპარლამენტის თავმჯდომარე, პატ კოქსი იტყობინება. დღესვე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვმა, შესაძლოა, გაამკაცროს თავისი პოზიცია ერაყის მიმართ, თუ გაეროს განიარაღების ინსპექტორებს ხელი შეეშლებათ მასობრივი განადგურების იარაღის ძიების პროცესში.
XS
SM
MD
LG