Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში დღეს საყოველთაო არჩევნები ტარდება.


ისრაელში დღეს საყოველთაო არჩევნები ტარდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის ცნობით,

ისრაელში დღეს საყოველთაო არჩევნები ტარდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის ცნობით,
საარჩევნო უბნების დახურვამდე ოთხი საათით ადრე კენჭისყრაში მონაწილეობა მიღებული ჰქონდა 4,7 მილიონი ამომრჩევლის 54 პროცენტს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 22 საათზე, ანუ დაახლოებით ერთ საათში უნდა დაიხუროს. პირველ არაოფიციალურ შედეგებს ხვალისთვის ელიან. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, არჩევნებში გამარჯვების საუკეთესო შანსი აქვს ლიკუდის პარტიას, რომელსაც სათავეში უდგას პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი. შარონის მთავარი მოწინააღმდეგე, შრომის პარტია, ექსპერტთა შეფასებით, ლიკუდს მეტოქეობას ვერ გაუწევს.
XS
SM
MD
LG