Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის განცხადებით


აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის განცხადებით, ვაშინგტონი მზად არის, ყოველი ღონე იხმაროს ერაყის განსაიარაღებლად.

აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის განცხადებით, ვაშინგტონი მზად არის, ყოველი ღონე იხმაროს ერაყის განსაიარაღებლად.
[ჯორჯ ბუშის ხმა] "თუ ეს ომი თავს მოგვახვიეს, ჩვენ სამართლიანად ვიბრძოლებთ მართალი მიზნის მისაღწევად და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უდანაშაულონი დავზოგოთ. თუ ომი თავს მოგვახვიეს, ჩვენ ვიბრძოლებთ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სრული სიმძლავრის გამოყენებით. და ჩვენ გავიმარჯვებთ." ეს განცხადება ჯორჯ ბუშმა წუხელ, კონგრესში გააკეთა, სადაც სიტყვა წარმოთქვა ქვეყნის მდგომარეობის შესახებ. მომავალ ოთხშაბათს, 5 თებერვალს, ბუში და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი, გაეროს უშიშროების საბჭოს გააცნობენ მათს ხელთ არსებულ მასალებს, რომლებიც, მათი მტკიცებით, ადასტურებს, რომ ერაყი მასობრივი განადგურების იარაღის დამალვას ცდილობს.
XS
SM
MD
LG