Accessibility links

logo-print

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, სოციალისტური პარტიის ლიდერი


პარლამენტის ვიცე-სპიკერი, სოციალისტური პარტიის ლიდერი ვახტანგ რჩეულიშვილი მიიჩნევს, რომ მოქალაქეთა კავშირთან მისი პარტიის გაერთიანებას ალტერნატივა არა აქვს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, სოციალისტური პარტიის ლიდერი ვახტანგ რჩეულიშვილი მიიჩნევს, რომ მოქალაქეთა კავშირთან მისი პარტიის გაერთიანებას ალტერნატივა არა აქვს.
პრაიმ-ნიუსის სააგენტოს მოჰყავს რჩეულიშვილის სიტყვები იმის თაობაზე, რომ სოციალისტური პარტიის თერჯოლის რაიონული ორგანიზაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, პარტია მაინც მოქალაქეთა კავშირთან ერთად გამოვა შემოდგომისთვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში. რჩეულიშვილმა დასძინა, რომ პარტიის არაერთი რაიონული ორგანიზაცია ერთადერთ გამოსავალს სწორედ მოქალაქეთა კავშირთან ალიანსში ხედავს. ორი პარტიის გაერთიანების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას სოციალისტები თებერვლის ყრილობაზე მიიღებენ.
XS
SM
MD
LG