Accessibility links

logo-print

ირღვევა თუ არა აფხაზეთში რუსი სამშვიდობოების ყოფნით საქართველოს კონსტიტუცია


თამარ ჩიქოვანი, თბილისი კიევში დასრულებული დსთ-ს წევრი სახელმწიფოების პრეზიდენტთა არაფორმალური შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოა, რომ საქართველოს ხელისუფლება გაუგრძელებს მანდატს აფხაზეთის კონფლიქტის

ზონაში მყოფ რუსეთის სამშვიდობო ძალებს. ოფიციალურად, ეს საკითხი დსთ-ს სამიტზე გადაწყდება, თუმცა გამორიცხული არ არის, მანამდე რუსი ცისფერჩაფხუტიანების აფხაზეთში ყოფნის კანონიერების საკითხი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საგნად იქცეს.

საქართველოს პარლამენტი უახლოეს დღეებში დაუბრუნდება აფხაზეთის კონფლიქტის საკითხს. უფრო ზუსტად, იმ საკითხს, თუ რამდენად მიზანშეწონილია აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ნაწილებისთვის მანდატის გაგრძელება. 29 იანვარს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის ახალი წევრის გოჩა ჯოჯუას განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტი დასთანხმდება რუსი ცისფერჩაფხუტიანებისთვის მანდატის გაგრძელებას, პარლამენტართა ჯგუფი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. გოჩა ჯოჯუას განცხადებით:
[გოჩა ჯოჯუას ხმა] ” ახლოვდება დრო, როცა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება კიდევ ერთხელ ხელს მოაწერს სამშვიდობო ძალების მანდატის გაგრძელებას. მე არ მინდა სიტუაცია დაიძაბოს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც ეხება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას და მას სჭირდება რატიფიცირება. ჯერჯერობით კვლავ მაქვს იმედი, რომ ამ საკითხს რადიკალურად არ მივუდგებით, მაგრამ ხვალ-ზეგ დადგება ეს საკითხი. და მე არ მინდა საკონსტიტუციო სასამართლოში ვიჩივლოთ დეპუტატთა ჯგუფმა. მე ვიცი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მოვიგებთ ამას, იმიტომ რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ყოველგვარი რატიფიცირების გარეშე აგრძელებს ვადას და ეს პერიოდულად და პერმანენტულად გრძელდება, მაშინ, როცა პარლამენტს მიღებული აქვს დადგენილება, რომ სამშვიდობო ნაწილებს შეუწყდეთ მანდატი.”

საქმე ის გახლავთ, რომ კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებს აუცილებლად სჭირდება პარლამენტის რატიფიცირება. დსთ-ს სამიტმა გადაწყვეტილება აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ნაწილების შეყვანის შესახებ 1994 წელს მიიღო. საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების რატიფიცირება არ მოუხდენია. პირველი დადგენილება, რომლითაც საქართველოს პარლამენტი აფხაზეთის კოფნლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ნაწილების გაყვანის საკითხს აყენებს, 1997 წელსაა მიღებული. ანუ, თუ კანონმდებლები დაამტკიცებენ, რომ დსთ-ს დადგენილებებს პარლამენტის რეტიფიცირება სჭირდება, უეჭველია, რომ ასეთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში მოიგებენ.
თუმცა ჯერჯერობით პარლამენტი კვლავ ბიუჯეტის პროექტის განხილვითაა დაკავებული. პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ ბიუჯეტის პარამეტრები არ შეცვლილა. ხარჯები, უბრალოდ, გადანაწილდა. მაგალითად, გაუქმდა სტიქიური უბედურების დროს დაზარალებულთა დახმარების 10 მილიონიანი ფონდი, სამაგიეროდ, გაიზარდა ტრანსფერები, რის გამოც მაჟორიტარი დეპუტატების მხარდაჭერა ბიუჯეტს გარანტირებული უნდა ჰქონდეს.
XS
SM
MD
LG