Accessibility links

logo-print

გაეროში ერაყის წარმომადგენელმა მოჰამედ ალ


გაეროში ერაყის წარმომადგენელმა მოჰამედ ალ დურიმ განაცხადა, რომ ბაღდადი კიდევ უფრო აქტიურად ითანამშრომლებს განიარაღების ექსპერტებთან.

გაეროში ერაყის წარმომადგენელმა მოჰამედ ალ დურიმ განაცხადა, რომ ბაღდადი კიდევ უფრო აქტიურად ითანამშრომლებს განიარაღების ექსპერტებთან.
ნიუ იორკში, უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, ალ დურიმ დასძინა, რომ ერაყი დაამტკიცებს, რომ არ ფლობს აკრძალულ ბირთვულ, ბიოლოგიურსა თუ ქიმიურ იარაღს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის მოჰამედ ელ ბარადეის თქმით, ერაყმა უნდა დააჩქაროს ინსპექტორთათვის შეიარაღების პროგრამების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. ბარადეის თქმით, ბირთვული იარაღის სფეროში საქმე დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასარკვევი ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის სფეროებში. დღესვე, თეთრი სახლის პრესმდივანმა არი ფლაიშერმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ერაყის კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების იმედს არ კარგავს; ოღონდ იმ პირობით, თუ ერაყის ლიდერი სადამ ჰუსეინი მოსპობს მასობრივი განადგურების იარაღის არსენალს.
XS
SM
MD
LG