Accessibility links

ევროპარლამენტი ჩრდილოეთ კორეას მოუწოდებს, გადასინჯოს


ევროპარლამენტი ჩრდილოეთ კორეას მოუწოდებს, გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება

ევროპარლამენტი ჩრდილოეთ კორეას მოუწოდებს, გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება
ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე. როგორც პარლამენტის დღევანდელ რეზოლუციაშია ნათქვამი, ფხენიანმა ბოლო უნდა მოუღოს პროგრამას, რომელიც, სავარაუდოდ, შესაძლებელს ხდის ბირთვული იარაღის დამზადებას; უნდა გააგრძელოს მორატორიუმი ბალისტიკური ჭურვების გამოცდაზე და გაეროს განიარაღების ექსპერტებს უნდა მისცეს ამ ქვეყანაში დაბრუნების უფლება. ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ინფორმაციით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თავმჯდომარემ, მოჰამედ ელბარადეიმ გააკეთა განცხადება, რომლის შესაბამისად, გაეროს ეს უწყება, სავარაუდოდ, 12 თებერვალს გამართავს სხდომას, რათა განიხილოს რეზოლუცია გაეროს უშიშროების საბჭოზე ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამის საკითხის გატანის შესახებ.
XS
SM
MD
LG